როგორც პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდს ელოდებიან.
„წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, რა ტიპის კონსტრუქცია ექნება ამ შეთანხმებას, თუ მოხდა საერთოდ. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდა, მაშინ ჩვენ მივიღებთ მარტივ პარლამენტს, რომელიც იქნება ძალიან ცუდი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ერთპარტიულ პარლამენტს არ ექნება ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია.
„მათი რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხები. ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი ქვეყანაში არსებობს, არის უიმედობა. ადამიანებს აღარ სჯერათ ხვალინდელი დღის. ხალხს პოლიტიკური პროცესი აღარ აინტერესებთ, როცა ჯანმრთელობის პრობლემა დგას“, - დასძინა მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ეთერში.
როგორც მან აღნიშნა, თუ გვინდა საქართველოში სერიოზული ოპოზიციური პარტიების ზრდა მაშინ, პარტიებმა დაფინანსებაზე უარი არ უნდა თქვან.
„დაფინანსების საკითხი და კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. რაც დღეს ხდება არ არის გამჭვირვალე და იმედია, რომ ოდესღაც ეს საკითხი გადაწყდება.
ეს არის მინიმუმი თანხა, რაც პარტიებმა უნდა მიიღონ. საპარლამენტო დაფინანსებაზე ყველა უარს ამბობს, აქ პარტიის დაფინანსებაზეა საუბარი. ოპოზიციურმა პარტიებმა უარი რომ თქვან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე, საბოლოო ჯამში 1 პარტია დარჩება ქვეყანაში“, - დასძინა მამუკა ხაზარაძემ.
🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.
🔺 მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების 2 რაუნდი უკვე შედგა.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების მისაღებად განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება თანხის გაცემა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა მიიღოს.
„შესაძლოა უცნაურად ჟღერს მაგრამ, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ პროვაკაციის მომწყობ მთავარ აქტორებს გადახედავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს.
Worldometers-ი იმ ხუთი ქვეყნის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მიხედვით, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის საქართველო მე-10-11 ადგილზეა. ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.
ექსპერტების თქმით, ინფიცირებული ადამიანები, რამდენიმე თვის განმავლობაში დაცულები იქნებიან რეინფექციისგან, თუმცა დაავადებულებს შეუძლიათ ვირუსის ტარება ცხვირ-ხახაში და ამიტომ ისინი წარმოადგენენ სხვა ადამიანებისთვის ინფიცირების რისკს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს.
პირველად, ბიძინა ივანიშვილის ფიგურის მნიშვნელობა, 2011 წელს, ჭაბუა ამირეჯიბისგან შევიტყვე. მის სახლში ერთ-ერთი სტუმრობის დროს, როდესაც ბებიაჩემი და ჭაბუას მეუღლე, ქალბატონი თამრიკო პოლიტიკურ სჯა-ბაასში იყვნენ შეჭრილები, ეგზისტენციურ კითხვაზე თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო ქვეყანა სააკაშვილის რეჟიმისგან, ჭაბუამ, თავის დაფაზე დაწერა - ბიძინა ივანიშვილი, ძახილის ნიშანი.
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.