მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა ხაზარაძე: სასურველი იქნება ამერიკის სამხედრო ბაზები სასწრაფოდ განლაგდეს საქართველოში

ლელოს ლიდერი

„ლელოს“ დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შესვლით რეგიონში ძალთა ბალანსი დაირღვა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგებით საქართველო დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას შეინარჩუნებს, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„რამდენიმე დღის წინ, ვითარება რეგიონში რადიკალურად შეიცვალა მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების შედეგად. გაიზარდა რუსი სამხედროების რიცხვი რეგიონში. ამით დიდწილად დაირღვა ძალთა ბალანსი. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და წინაპირობა სახელმწიფო მდივნის ვიზიტისა.

მეორე მიზანი კი, უდავოდ, საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს ვერ მიტაცების ამოცანაა. ჩემი აზრით, ყველაზე მიზანშეწონილი, აუცილებელი, თამამი და სასურველი ნაბიჯი იქნება ამერიკის სამხედრო ბაზების სასწრაფო განლაგება საქართველოში, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისათვის, ხოლო, ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი,”- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის შექმნას აქტიურად ითხოვს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

👉 საგარეო საქმეთა ურთიერთობების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ბაზების განლაგება საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

👉 „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ხუთეულის წევრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის მუდმივი ჯარის განლაგების საკითხს არ განიხილავს.