„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მისი თქმით, თუ მმართველი პარტია კომპრომისზე არ წავა, ცხელი გაზაფხულია მოსალოდნელი. მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ქართული ოცნება“ ერთპარტიულ პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას. დღეს გავიგეთ, რომ ერთ კვირაში ისინი აპირებენ მანდატების მოხსნას. ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე ვიღებთ ასეთ სურათს - გაყალბების პირობებში 48 %-იანი პარტია „ქართული ოცნება“, იღებს თავის თავზე სერიოზულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ 52%ამომრჩეველს უთხრას უარი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე.
ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა. ისინი ირჩევენ ერთპარტიულ პარლამენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შეჰყავთ ღრმა კრიზისში.
ჩვენ მივაღწიეთ პროპორციულ არჩევნებს, მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც. ასევე დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. არ შეიძლება „ოცნება“ იყოს მარტო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების თვალში იქნება არალეგიტიმური.
რას მოიმოქმედებს პარლამენტი?! ეს იქნება ბოლო აკორდი, ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის. თუ პარლამენტი საბოლოოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები. ეს არის პრინციპული საკითხი! სანამ საქართველოში არ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს პოლიტიკაში, იქამდე ადამიანებს ვერ დავუბრუნებთ ნდობას. ადამიანებს აღარ სჯერათ თავისუფალი არჩევანის. სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, ეს კი „ქართულ ოცნებას“ აწყობს.“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცივი გონებით მოქმედება სჯობს და მმართველი პარტია გაზაფხულისთვის მზადაა.
იხილეთ აგრეთვე:
❗„ცივი გონებით მოქმედება სჯობს“ - არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შიდა ქართლში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პოლონეთში უკრაინული ავტობუსის ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი იმყოფება.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკება მხარეებს ერთიან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყის პრეზიდენტთან ბარჰამ სალეჰთან შეხვედრაზე კონფესიების თანასწორუფლებიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.