პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ არსებობს სფერო, სადაც ძირეული და სერიოზული წინსვლა არ არის

ქართული ოცნების წევრი 2020
19:10 20.09
დაკოპირებულია

„არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა. მაგალითად, აგროპროექტები. ბოლო წლებში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი და როდესაც ასეთი ინერცია გაქვს აღებული ეროვნულ პროდუქციაზე, ეს განსაკუთრებით საამაყოა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევეა გზების, მოსახლეობის წყლით მომარაგებისა და სხვა საკითხების შემთხვევაში.

„როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი გზაა გაკეთებული, მათ შორის, შიდა გზები, ვიდრე წინა პერიოდში. მაინც და მაინც წინა ხელისუფლების დროს არ ვადარებ. საუბარია ზოგადად 2012 წლამდე. როდესაც წყალმომარაგებაზე იყო საუბარი, მაქსიმალური შედეგი იყო ქვეყნის მოსახლეობის 25%-ის მომარაგება. დღეს კი 50%-ს გავცდით. 2024 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 70%-ს ექნება უწყვეტი წყალი. ასეთი ციფრები გვაქვს ყველა მიმართულებით.

ოპონენტები საუბრობენ ხოლმე სიღარიბეზე. 2002-2012 წლებში ოთხი პროცენტით დაიკლო ამ ქვეყანაში სიღარიბემ. ხოლო 2012 წლის შემდეგ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით 10%-ზე მეტით შემცირდა. თუმცა, როდესაც გაჭირვებულები გყავს, თვითკმაყოფილებას ვერ მიეცემი, გამორიცხულია. დინამიკა უნდა იყოს მზარდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოზიტიური ინერცია არსებობს. ამ მიმართულებით სიარული მშვიდობით და განვითარებით ევროპისკენ, იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ კიდევ გავძლიერდებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა...
39 წუთის წინ
საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გ...
47 წუთის წინ
„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას....
21:16
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვ...
20:50
პრემიერი ტრიბუნასთან

პრემიერი: გამოწვევით სავსე, პანდემიის პერიოდშ...

„დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნე...
ვახტანგ გომელაური: ვზრუნავთ თანამშრომლებ...
წალენჯიხაში, პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სა...
პრემიერი წინასაარჩევნო კვლევებზე: არ მჭი...
„მე ეს კვლევები არ მჭირდება, ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრ...
18:35
ზახაშვილი: ვაქცინის გარეშე კოლექტიური იმ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღ...