პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბათუმში გამართული აქციის შემდეგ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა

მამუკა მდინარაძე
16:59 ხუთ. 29 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„ბათუმში გამართული აქციის შემდეგ, როდესაც უკვე 200-ს ქვემოთ იყო ჩამოსული ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, დაახლოებით 6-7 დღის შემდეგ ამ აქციიდან, ეს მაჩვენებელი უკვე გაორმაგდა მაშინ, როცა უკვე იყო დასტაბილურებული“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს ან დამთხვევაა ან ასობით მოქალაქე აქციაზე დაინფიცირდა.

„კი ბატონო, ვივარაუდოთ, რომ ეს ან დამთხვევაა ან ვთქვათ, რომ ასობით მოქალაქე, როდესაც შეიკრიბა პირბადის და ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე, „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს და მათთან დაკავაშირებულ ადამიანებს, დაუდასტურდათ კოვიდინფექცია - ამან გამოიწვია ეს გაორმაგება. რომელია მართალი? მე ორივე ვერსიას გთავაზობთ. რომელი უფრო დამაჯერებელია, მოდით, თქვენ გადაწყვიტეთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ არჩევნებზე წასვლა კოვიდ 19-ით დაინფიცირების კუთხით, რისკებს არ შეიცავს.

„ერთ საკითხთან დაკავშირებით მაინც გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ კი ბატონო, ვებრძვით ერთმანეთს, მათ შორის, ისინი გვებრძვიან ბინძური მეთოდებით და ტყუილებით, გასაგებია, მაგრამ ამ საკითხის ირგვლივ მაინც გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ რეკომენდაციები რაც შეიძლება, მაქსიმალურად, დავიცვათ. დიდი მადლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ისე კარგად დაალაგა ყველაფერი, რომ საზოგადოებას ეჭვი აღარ ეპარება, რომ ის დღე ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით არის 0 რისკის შემცველობის, რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, მით უმეტეს. ამიტომ, მეც ვუერთდები პრემიერის მოწოდებას და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ წავიდნენ არჩევნებზე, წყნარად და მშვიდად, ყოველგვარი რისკები დაზღვეული და გამორიცხულია და ხმა მისცენ საქართველოს განვითარებას, საქართველოს მომავალს, უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს დინამიკას, 2024 წელს ჩვენს უფლებას და რეალურ ზრახვებს, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ და მომდევნო წლებში უკვე ევროკავშირის წევრობას, იმიტომ, რომ ეს არის მიზანი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება და ჩვენ ეს შანსები არ უნდა გამოვტოვოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბერ-დიაკონი კირიონი
კორონავირუსით
გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი...

მათივე ინფორმაციით, მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სა...
13:32
აისბერგი ანტარქტიდის კონტინენტს 2017 წელს მოწყდა. თავდაპირველად მისი ფართობი 6000 კვადრატულ კილომეტრ...
55 წუთის წინ
„სამწუხაროდ, საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა, ასევე, მაღალია ვირუსის...
15:37
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმ...
15:10
შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდუ...
14:45
ბათუმში აქციების სერია
გრძელდება

„დღევანდელი პერფორმანსი ინფიცირებულ ადამიანებ...

ახალგაზრდული მოძრაობის და ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. დღეს, 5...
დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსა...
„საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონ...
მოსკოვში მოსახლეობის კოვიდვაქცინაცია იწყ...
რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V აცრების დაწყების შესახებ 2 დეკემბერს რუსეთი...
ქედის მუნიციპალიტეტი მოხალისეთა საერთაშო...
„აღსანიშნავია, რომ მოხალისეობა არაფორმალური განათლების ფარგლებში მოქმედი ეფექტურ...