მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილისთვის ქართველი ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების ჩვეული სტილია

უმრავლესობის ლიდერი პარლამენტში 2019

"90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი - ქველმოქმედება - საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ამის გაგრძელება იყო ის რაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც აისახა შესაბამის ფონდში ეს თანხა",- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მლნ ლარის შემოწირულობის განხორცილება.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვის სფეროს გამართული საქმიანობისთვის დღემდე ნახევარ მილიარდამდე ლარის ქველმოქმედება განახორციელა.

„არ შეიძლება არ ვთქვათ ასევე, რომ არა მხოლოდ ეს დონაცია, ბატონ ბიძინას გაკეთებული აქვს ნახევარ მილიარდამდე დონაცია ქველმოქმედების სახით ჯანდაცვის სფეროში და როდესაც დღეს სიამაყით ვსაუბრობთ, რომ ჯანდაცვის წარმომადგენელები, ჯანდაცვის სფერო ძალიან კარგად უმკლავდება გამოწვევას, უნდა გავიხსენოთ აქაც აუცილებლად, რომ ამ ადამიანს აქაც სერიოზული ქველმოქმედება აქვს განხორციელებული. ამანაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმას, რომ პრევენციული ღონისძიებები დღეს სისტემურად კარგად მიმდინარეობს და ეს ფაქტორიც აუცილებლად უნდა ვთქვათ ხოლმე და აღვნიშნოთ, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.