პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ არასდროს ამდგარა მოლაპარაკების მაგიდიდან და არ აუყირავებია მაგიდა

„ქართული ოცნების“
წარმომადგენელი მამუკა
მდინარაძე - Pia.ge
1614019261
დაკოპირებულია

„ქართული ოცნება“ არც არასდროს ამდგარა მოლაპარაკების მაგიდიდან და არ აუყირავებია ეს მაგიდა. თქვენ ჩვენზე უფრო კარგად იცით, იმიტომ რომ იქ იყავით. ყოველთვის ისინი ცდილობდნენ, ეს მაგიდა არათუ აეყირავებინათ, იქამდე არ მისულიყვნენ რეალურად, ფიზიკურად იქ იყვნენ და თავისი მიზნებით იყვნენ სხვაგან, იქ, სადაც არიან დღეს, თავისი პროვოკაციული მოქმედებებით,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

„ბატონო ალეკო, თქვენ დღეს როდესაც გამობრძანდით თქვით, რომ სამ რამეს ისურვებდით. სამივეზე მინდა პასუხი გაგცეთ. პირველი ეს იყო ნაბიჯი ოპოზიციისკენ. წარმოუდგენელია იმაზე მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ყველაზე აბსტრაქტული ლოგიკიდან, ფაქტებიდან და არგუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნა დააყენეს მათ, მაშინ როდესაც თქვენ მათთან ერთად იყავით ქუჩის აქციებზე და ეს იყო რიგგარეშე არჩევნები. ამაზეც კი დავეთანხმეთ ერთი ყველაზე პატიოსანი დათქმით – მობრძანდით, თქვენივე თვალით, თქვენივე ხელით, თქვენივე იმ საშუალებით, რასაც კომისია აძლევთ მათ, გამოიძიეთ, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ 1%–იანი გადახრა იქნება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და გაყალბება ამ მიმართულებით, კი ბატონო ესეც ჩავატაროთ. ამის იქეთ ნაბიჯი ფიზიკურად არ არსებობს.

„ქართული ოცნება“ არც არასდროს ამდგარა ამ მოლაპარაკების მაგიდიდან და არ აუყირავებია ეს მაგიდა. ყოველთვის ისინი, თქვენ იცით ძალიან კარგად. თქვენ იცით ჩვენზე უფრო კარგად, იმიტომ რომ იქ იყავით. ყოველთვის ისინი ცდილობდნენ რომ ეს მაგიდა არათუ აეყირავებინათ, იქამდე არ მისულიყვნენ რეალურად, ფიზიკურად იქ იყვნენ და თავისი მიზნებით იყვნენ სხვაგან.

იქ, სადაც არიან დღეს. თავისი პროვოკაციული მოქმედებებით, მათ შორის, მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარის კონკრეტული მოქმედებებია, რაც მიუთითებს იმაზე რომ სახელმწიფო ჩააყენოს იმ მდგომარეობაში რომ სხვა გამოსავალი არ იყოს გარდა იმისა, რომ თავის თავი დაიჭიროს ნიკა მელიამ. აქ რომ მიდიოდნენ ახლა ამაზე ბევრი არგუმენტების მოყვანა გვჭირდება?! ეს ვიცით ყველამ. ამის იქეთ ნაბიჯები არ არსებობს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოცდების რეგისტრაცია

პირველი მარტიდან ეროვნული გამოცდებისთვის...

პირველი მარტიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით მათ საწვავის ფასის სწრაფი ზრდა გააპროტესტეს.

1614522250

ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში. 

1614522052

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებს მხარდაჭერას უცხადებს. 

1614519312

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი კარავი გაშალეს. კარვის გაშლისას სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

1614517620
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
თბილისი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადე...

დღეს, 28 თებერვალს, საბურთალოს რაიონში როსტევანის ქუჩა N15-თან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. 

„მხარეებს უბრალოდ არ უნდათ შეთანხმება და...

„კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ შეუძლებელია შეთანხმების გაფორმება, არამედ ის, რომ მხარეებს უბრალოდ არ უნდათ შეთანხმება და სხვადასხვა მიზეზებით ცდილობენ, შეთანხმების ჩაშლას“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. 

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

ექსპერტი ამირან სალუქვაძე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მანიფესტს, რომლითაც ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით კრწ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.