მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას 3-4-ჯერ მეტია გაკეთებული, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ფასადური „აღმშენებლობის“ პერიოდში

უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე

„არ არსებობს სფერო, სადაც ხელშესახები, კონკრეტული რეფორმა და პროგრამები არ განხორციელებულებულა. გულწრფელად შორს ვარ იმისგან, რომ იდეალურად გვაქვს ყველაფერი დალაგებული, მაგრამ ყველა მონაცემით რადიკალური გაუმჯობესება მოხდა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, გაუმჯობესება მოხდა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით.

„სამჯერ და ოთხჯერ მეტია გაკეთებული, ვიდრე იმ ფასადური „აღმშენებლობის“ პერიოდში, წინა ხელისუფლება რომ აღმშენებლობას ეძახის. კრიმინალის გაზრდას რომ გვაბრალებენ, ამ მიმართულებითაც კი, მკვლელობა, ყაჩაღობა სამჯერ არის შემცირებული. ოკუპაციის გარდა, ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური ფონი. ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვცდილობთ, რამენაირად ამ სიღარიბის აღმოფხვრას. ჩამოვიყვანეთ 30-დან 19,5%-მდე სიღარიბის მაჩვენებელი, მაგრამ ამ პოზიტიური ტენდენციის დინამიკა გასაზრდელია. ტენდენციური ვერ იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ 2020-25 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება საქართველოს ევროპაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.