პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა პროვოკაციულ შემთხვევასთან დაკავშირებით არის სამართლებრივი რეაგირება

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019
16:34 ხუთ. 29 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„კონკრეტულ მაგალითებზე მიდგება თუ არა საქმე, იმ წუთას უკვე ვხვდებით ან ფეიკ ნიუსს, ან რეალურ ფაქტს, რომელზეც იყო რეაგირება. რეალურ ფაქტებში ვხვდებით სამ თუ ოთხ ქეისს, სადაც ვხედავთ, რომ ყველა მათგანი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბთან ან შტაბში და რამდენიმე შემთხვევაში, სამწუხაროდ პროვოკაციაზე წამოეგნენ ჩვენი აქტივისტები, მაგრამ ყველა მათგანთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებაა. თუ პირობითად, იყო 20 პროვოკაციული შემთხვევა, ჩვენს შტაბებთან, ჩვენი გუნდის წევრების მისამართით, ყველა მიმართულებით არის სამართლებრივი რეაგირება. ზოგი უკვე ბრალდებულია, ზოგზე გამოძიება მიდის, განურჩევლად იმისა, ეს იყო თუ არ იყო „ქართული ოცნების“ მომხრე“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა პროვოკაციულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც კი წინასარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი, არის სამართლებრივი რეაგირება.

„სხვათა შორის, ერთ-ერთი შემთხვევა მედიამ მთლიანად გაატარა რატომღაც. ერთ-ერთი უმძიმესი ფაქტი, რომელიც მოხდა მარნეული გზაზე და იქაც ყველა ადამიანი დაკავებულია, წინასწარ პატიმრობაში არიან და ბრალდებულებად არიან მიჩნეული გამოძიების მიერ. ეს ფაქტი რომ მოხდა, იყო დიდი აჟიოტაჟი და როგორც კი ეს ადამიანები დააკავეს, საერთოდ არავის კითხვაც არ დაუსვამს. იმიტომ აუარეთ ამას გვერდი, რომ სამართლებრივი რეაგირება დანაშაულს რომ მოჰყვა და ეს დანაშაული გაუხსნელი რომ არ არის და მესამე, დღესვე რამდენიმე პირი რომ არის დაკავებული ამასთან დაკავშირებით, ეს არ გაწყობდათ და არ თქვით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საბავსვო ევროვიზია 2020

საბავშვო ევროვიზია 2020 - სანდრა გადელია...

მუსიკალურ კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი, 10 წლის სანდრა გადელია მე-6 ადგი...
22:15 კვი. 29 ნოემბერი
„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსია...
00:11
ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა. „დღემდე არ მუშაობ...
23:32 კვი. 29 ნოემბერი
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარ...
22:56 კვი. 29 ნოემბერი
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
22:38 კვი. 29 ნოემბერი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

„მქონდა ცხელება, ხველა, მკვეთრად უარესდებოდა...

„კორონავირუსის შემთხვევაში ორმაგად მივეკუთვნები რისკჯგუფს. ერთი ეს გახლავთ ასაკი და მეორე ის, რომ მე...
21:46 კვი. 29 ნოემბერი
19:10 კვი. 29 ნოემბერი
„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხ...
„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტშ...
18:42 კვი. 29 ნოემბერი
გუბაზ სანიკიძე: დღეს საქართველო თურქმენუ...
მისი თქმით, ოპოზიციის საერთო გეგმა დასადები და ჩამოსაყალიბებელია. „დღეს საქართვ...
18:25 კვი. 29 ნოემბერი
მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკური პარტიების და...
„წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, რა ტიპის კონსტრუქცია ექნება ამ შეთანხმებას, თუ მოხდა...