პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში ყველამ ერთად არა 52%, არამედ 46% მიიღო

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე - Pia.ge
1611234074
დაკოპირებულია

„ის პარტიები, რომლებიც დღეს გამოდიან ასპარეზზე და რადიკალური ოპოზიცია 52%-ის მფლობელები კი არ არიან, მათ ყველამ ერთად 46% მიიღეს, ანუ ერთი ერთში თუ შევადარებთ „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ორი პროცენტით მეტი აქვს მიღებული, ვიდრე ყველა მათ ერთად ვინც დავუშვათ ეხლა ამ რადიკალური პოზიციებით გამოირჩევა” - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დანარჩენი ექვსი პროცენტი მიიღეს ბარიერგადაულახავმა პარტიებმა და იმათ დღეს არავინ არაფერს არ ეკითხება.

„პატრიოტების ამომრჩეველსაც დავანებოთ თავი, ისინი არიან 46%-ში, მაგრამ ის 6 პროცენტი, რომლითაც ივსება ის ე.წ. 52 პროცენტი, რომელიც ვერ მოხვდა პარლამენტში, იმათზე ვსაუბრობ, ის ხალხი რას ფიქრობს, დღეს რა განწყობები აქვთ, იმათი სახელითაც რომ ლაპარაკობენ, უნდათ ის მაინცდამაინც „ნაც. მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ დადებული ნარატივი, ამას არავინ არ კითხულობს. ხომ გამოჩნდა, რომ ძირითადად იმ ხალხმა, ბარიერგადაულახავი და ბარიერგადალახულის პარტიების ძალიან ბევრმა ამომრჩეველმა, როდესაც შეხედეს რეალურად რას აკეთებდნენ ესენი, ხმა ვის მისცა? “ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება 52 %-ს, ეს სპეკულაციური მესიჯია.

„რაც შეეხება 52 % -ს, ესეც იმდენად სპეკულაციური მესიჯია, არ მეგულება მათში ადამიანი, მესიჯის აბსურდულობა რომ არ ესმოდეს და რაში მდგომარეობს ეს აბსურდულობა. მაგალითად, ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში, პირობითად 44%-ის მიღების შემთხვევაში პარლამენტის ის კონკრეტული ფრაქცია, ერთი სუბიექტი, აკომპლექტებს მთავრობას. ამ შემთხვევაში იქაც შეუძლია ნებისმიერ ოპოზიციონერს თქვას, რომ, იცით რა, 56% ამის წინააღმდეგია, ესენი რა მთავრობას აყალიბებენ, დემოკრატიის პრინციპები ეს არ არის, არის რაღაც ზღვარი, საქართველოს შემთხვევაში ეს არის 40 პლუს რაღაც, ორმოცი და მეასედებია, უკვე 41 პროცენტი დაახლოებით როცა აქვს მმართველ პარტიას, მას შეუძლია, თუ ჩვენს შემთხვევაში ეხლა რა მოდელიც გვაქვს ჯერჯერობით, 41 % და პლუს ყველა მაჟორიტარი თუ გაიყვანა, შესაბამისად მას შეუძლია დააკომპლექტოს მთავრობა. ამიტომ არათუ 52%, შეიძლებოდა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, მიეღო ვთქვათ 59% ოპოზიციას და მაინც დაკომპლექტებოდა ჩვენს მიერ მთავრობა” - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

1614333041

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს არ შეუქმნის. ამის შესახებ „ეხო კაცკაზა“ იუწყება. 

1614331946

„ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება კონკრეტული  მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის“- აცხადებს  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

1614331734

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1614330428
პარტია
სამართლიანობისთვის
ლიდერი

„30 თუ 40 ათასი ლარის გამო ქვეყანა დაანგრიეს,...

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.

„საქართველოში ადამიანებს უფლება აქვთ, პრ...

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროტესტი სამართლიანად არ მიაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ აქციის გამართვის უფლება.

მურატ ჯიოევმა თანათავმჯდომარესთან ეუთოს...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ვიდეოკავშირის მეშვეობით ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების საკითხი თანათავმჯდომარესთან ეუთოს მხრიდან ანიკა სედერთან განიხილა. ინფორმაციას “სპუტნიკი“ ავრცელებს. 

„ვინც თვლის, რომ კარდინალურად არის სიტუა...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ.