პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვისაც ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე Pia.ge
1611236818
დაკოპირებულია

„ის, რასაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ იყიდა - ასეთი რაღაც რომ გვეკადრებინა, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვინც ყველაზე რადიკალური პოზიციით გამოირჩევიან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს არც უფიქრია, არც უკადრებია მათთვის და არც აპირებს.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობდა ჩამოეშალა „ქართული ოცნება“, ჩამოეშალა სახელმწიფო და თვითონ ჩამოიშალა.

„მე პირადად დარწმუნებული ვარ, ეს რომ ვიღაცას ეკადრებინა, „ქართული ოცნება“ იქნებოდა ეს თუ სხვა „ქართული ოცნების“ ადგილზე, მათი სერიოზული ფინანსური დაინტერესება ჩაედოთ, პირველები ისინი შემოვარდებოდნენ, ვისაც ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს . მათი დიდი ნაწილი, შეიძლება ვიღაც ძალიან პრინციპული ყოფილიყო, ვიღაც ნაკლებად პრინციპული, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პირველი შევარდებოდა პარლამენტში. ასეთი ჩვენ არც გვიფიქრია, არც გვიკადრებია მათთვის და არც აწი ვაპირებთ. რაც შეეხება სხვა სახის კონტაქტებს, ეს იყო უშუალო შეხვედრა თუ ვთქვათ, შალვა რამიშვილი იცნობს ვიღაცას ძალიან კარგად და მას ვეუბნებით, რომ იქნებ დაარწმუნო ეს კაცი, რომ ქვეყნის პოლიტიკური ბენეფიტი არის ეს, შენი პარტიული ბენეფიტი არის ეს და ეს, ჩვენ ამას არ გავცდენივართ, ამ სიტყვებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ისინი რასაც ერთმანეთს აბრალებენ, ჩვენ არ გვიკადრია და იმათმა აბრალონ ერთმანეთს, ეს მათი ჩამოშლის თემაა. ცდილობდნენ, ჩამოეშალათ „ქართული ოცნება, ჩამოეშალათ სახელმწიფო და ჩამოიშალნენ თვითონ. ის რამდენიმე პარტია პრაქტიკულად დაიშალა, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“ და ერთმანეთის ჩამოშლის პროცესში არიან დღესაც“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

„ისევ იგივე ჭკუაზე ვართ, მაინც შერიგება მგონია ერთადერთი გზა. ნებისმიერ რამეზე შეთანხმდნენ, ოღონდ შეთანხმდნენ“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

1614354767

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.

1614354509

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

1614353394

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტროტუარზე გადაიტანეს. 

1614353152
ჯივიპის ლოგო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადება...

„დღეს, 26 თებერვალს, საბურთალოს რაიონში გელოვანის გამზირზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 

ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციას...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თავად სიჭინავა Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს. 

ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკების მიერ...

2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 37.6 მლრდ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ ი...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, გარკვეული ბალანსი და კომპრომისი უნდა შედგეს.