პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველოს პარტნიორებისაგან მწვავე რეაქციები მოსალოდნელი იყო

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე Pia.ge
1614071771
დაკოპირებულია

საქართველოს პარტნიორებისაგან მწვავე რეაქციები მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მმართველი გუნდი ბევრს იმუშაებს იმისთვის, რომ ეს ინფორმაციები დეტალურად მივიდეს ყველა დაინტერესებულ ობიექტურ მხარესთან:

​„არ დაგიმალავთ, რომ მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენი მეგობრებისგან. ნებისმიერი თქვენგანი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, პირველი ინფორმაცია თუ იქნებოდა, რომ დღეს დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და როდესაც ამ ნიუსს მიიღებ ინფორმაციების სხვადასხვა წყაროებით, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი და ნეგატიური ინფორმაცია, მაგრამ როგორც კი სიღრმეში ჩახვალ, როგორც კი გაერკვევი, რომ ამის იქით დგას მისი ძალადობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი ნებით კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, მისი განცხადებით კანონის დაუმორჩილებლობა, ის რომ ის ადამიანი არის უკვე მსჯავრდებული კონკრეტული დანაშაულში წარსულში და ამის შემდეგ გახდა ის ამ პარტიის ფორმალური, მაგრამ მაინც თავმჯდომარე, უკვე გასაგებია და ბევრი კითხვის ნიშანი საჭირო აღარ არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 21 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

👉 „ქართული ოცნების“ ყველა საიტზე და ვებ-გვერდზე მიმდინარეობს კიბერშეტევა

👉 დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

რატომ უნდა აღდგეს
საზოგადოებრივი
ტრანსპორტის მოძრაობა
დაუყოვნებლივ? 2020 წ.

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვ...

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს.

1614453372

განცხადებაში საუბარია ნიკა მელიას მიერ სატელეფონო ზარის გამოყენების უფლებაზე.

1614450785

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაპატიმრების შემდეგ, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თავის გულისწყვეტაზე ისაუბრა, რომ მიმდინარე მოვლენებს პარტიის ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არ გამოეხმაურა.

1614448542

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ​ შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული არ არის.

1614445847
კლინიკური ჯგუფის
ხელმძღვანელი

„მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაო...

„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას.

1614442925
ევროპის ქვეყნებში მარტში ზოგიერთი შეზღუდ...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვები მარტში მოიხსნება. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფ...

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი საფრთხისშემცველი მედიაგარემოს შესახებ აწერენ ხელს - ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება. სწორედ, იქ მოეწერა ხელი მანიფესტს.

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ოპოზი...

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.