„ძალიან ხშირად მე თქვენთანაც მიკამათია, ამ კამათს თქვენი კოლეგები თავდასხმას არქმევენ ხოლმე, რაშიც კატეგორიულად არ ვეთანხმები. თუ თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად რაღაც დამაბრალოთ, მე კამათიც თუ არ შემიძლია თქვენთან, ეს არის ჩემი და თქვენი არასწორ მდგომარეობაში ჩაყენება, ეს აბსოლუტურად სხვა სფეროა“ - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, არავის შეუძლია, მათ შორის არც ჟურნალისტს, არც პოლიტიკოსს, რაღაც პოზიციის გამო დაგაბრალოთ, რომ ვიღაცას აქეზებთ.
„ეს წაქეზებად არავინ უნდა მონათლოს. არავის შეუძლია, მათ შორის არც ჟურნალისტს, არც პოლიტიკოსს, არც მე, თქვენი რაღაც პოზიციის გამო დაგაბრალოთ, რომ ვიღაცას აქეზებთ. თუ ასეა, მაშინ უნდა დაგაბრალოთ, რომ თქვენ აქეზებთ საზოგადოებას ცუდი საქციელისკენ და ამას არასდროს ვიკადრებ, ამიტომ ალბათ პირიქითაც არ უნდა მივიღოთ ასეთი არასწორი შენიშვნები, მაგრამ ეს არის, აბსოლუტურად დიფერენცირებული თემა იმისგან, რაც შეეხება ჟურნალისტზე თავდასხმას ნებისმიერი ფორმით, რაც წარმოუდგენელი, მიუღებელი და მითუმეტეს, დასაგმობია“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ჟურნალისტზე თავდასხმა ძალადობა და აბსოლუტურად მიუღებელია, რაც არ უნდა შეხედულება თუ წარმოდგენები გქონდეს მასთან დაკავშირებით:
„აქ ორი აზრი და არათუ საკამათო, სადისკუსიოც კი არაფერია, ცალსახად დასაგმობია მოქმედება, მითუმეტეს, თუ ეს ეხება მის ჟურნალისტურ საქმიანობას. ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჟურნალისტზე თავდასხმა, ძალადობაა, რაც არ უნდა შეხედულება თუ წარმოდგენები გქონდეს მასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად მიუღებელი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, 25 თებერვალს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს 3 ადამიანი დაესხა თავს. სამივე მათგანი დაკავებულია.
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.
გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.
კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.
„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.