მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიამ ქვრივიშვილი: სწრაფად და სრულფასოვნად უნდა აღსრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომელიც რუსეთის ფედერაციას დაეკისრა ევროპის სასამართლოს მხრიდან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო დავებთან დაკავშირებით

„ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო დავებზე და იმ ვალდებულებებზე, რომელიც შედეგად დაეკისრა რუსეთის ფედერაციას“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

დღეს ასამბლეის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე სიტყვით საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები წარდგნენ და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის მიერ მოგებული სასამართლო დავების შესახებ ისაუბრეს.

„ხაზი გავუსვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, იმისთვის, რომ სწრაფად და სრულფასოვნად აღსრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ამ ისტორიული გამარჯვების შედეგად რუსეთის ფედერაციას დაეკისრა ევროპის სასამართლოს მხრიდან“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.