პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო

ტურიზმის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი
1611654677
დაკოპირებულია

„საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე განაცხადა.

ასამბლეის წევრებმა დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს.

დელეგატებს სიტყვით მიმართა მარიამ ქვრივიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მმართველი პარტია მოვიდა, საჩივრების რაოდენობა რვაჯერ არის შემცირებული.

„სტატისტიკური მონაცემები ნათლად ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ხარისხი და ადგილობრივი ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობა გაიზარდა ეროვნულ დონეზე, რამაც საქართველო ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაახლოვა.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ღირებულებებზე დაყრდნობილ, ევროპული ინტეგრაციის არჩევანთან დაკავშირებული პროგრესისთვის მუშაობას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ 2024 წელს, საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადს გააკეთებს“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, მიმდინარე თვის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ახალარჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პირველი რეზოლუციაა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტში წარმოდგენილია ახალი პუნქტი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით ძალისხმევის კიდე უფრო მეტად გააქტიურების შესახებ, რაც, დეპუტატის განცხადებით, არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო: დეპორტაციის საქმე და საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება და რომელიც, მისი შეფასებით, ჭეშმარიტად ისტორიული გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის.

„ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა.

საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

საქართველო ეყრდნობა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას სახელმწიფოთაშორისი დავების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეში“,- მიმართა ასამბლეის წევრებს მარიამ ქვრივიშვილმა.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.