მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარკუს ჰელდი: მოვუწოდებ ყველა პარტიას, ხმა მისცენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს

საარჩევნო კანონის მიღება

მმართველი პარტია ფლობს 113 ხმას და თითქოს საარჩევნო კანონის მიღებას არაფერი ემუქრება. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ხმა მისცენ დაგეგმილ ცვლილებებს,- ამის შესახებ მარკუს ჰელდი, ბუნდესტაგისა და კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრი აცხადებს.

როგორც მარკუს ჰელდი გამოცემა „heldmarcus.de“-თან აღნიშნავს, ეს შეთანხმება საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ხანგრძლივი და ხშირ შემთხვევაში რთული მოლაპარაკებების შემდგომ 8 მარტს საქართველოში პარტიებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან შეთანხმებას საარჩევნო კანონმდებლობაზე. საარჩევნო კანონმდებლობაზე შეთანხმება მოიცავს საარჩევნო სისტემას, რომლის თანახმადაც 120 პარლამენტის წევრი არჩეული იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 30 - მაჟორიტარული სისტემით. ამასთანავე, პარტიები, რომლებიც ხმათა 1%-ს მიიღებენ, შეძლებენ პარლამენტში მოხვედრას. შეთანხმების თანახმად, პარტია, რომელიც საერთო ხმათა 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვეღარ მოახერხებს საპარლამენტო უმრავლესობის მიღებას“, - ნათქვამია „heldmarcus.de“-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ბუნდესტაგის წევრის თქმით, ახალი საარჩევნო კანონმდებლობა უკვე ოქტომბრის არჩევნებისთვის შევა ძალაში, რაც, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ახალი ეტაპია საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე.

„საქართველოსთვის ეს გამარჯვებაა, სამართლიანი საარჩევნო სისტემა არის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სიკეთე“,- ამბობს მარკუს ჰელდი.

ბუნდესტაგისა და კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრი მიიჩნევს, რომ ამიერიდან დაკარგული ხმები აღარ იქნება, როდესაც საარჩევნო ოლქის კანდიდატი გამარჯვებულ კანდიდატს მცირედით ჩამორჩება და საარჩევნო ოლქებში, სადაც კანდიდატები მცირედით ჩამორჩებიან გამარჯვებულ კანდიდატს, მეორე ადგილზე გასული კანდიდატი პროპორციული სისტემით მოახერხებს პარლამენტში მოხვედრას.

ოპოზიციის მუქარის პასუხად, რომ გადამწყვეტ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადოს, მარკუს ჰელდი პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მმართველი პარტია ფლობს 113 ხმას და თითქოს საარჩევნო კანონის მიღებას არაფერი ემუქრება, მარკუს ჰელდი მაინც მოუწოდებს ყველა პარტიას, ხმა მისცენ დაგეგმილ ცვლილებებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები არ იქნება მიღებული, 31 ოქტომბრის არჩევნები ძველი საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდება, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ კონფრონტაციას გამოიწვევს. ამიტომ მივმართავ ყველა მხარეს, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს შეთანხმების სულისკვეთების გათვალისწინებით. ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“,- აცხადებს მარკუს ჰელდი.