მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მართალია თოვლი მოვიდა და გაზაფხული ჯერ არ დგება, მაგრამ მღელვარების ორგანიზების მცდელობები ჩანს“ - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი - Pia.ge

„დედამიწის ზურგზე არავინ, მათ შორის არც ნიკა მელია არ უარყოფს, რომ ის არღვევდა და არღვევს კანონს. როცა კანონი ირღვევა, ამას სჭირდება რეაგირება და აქ კითხვის ნიშანი არ არის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია გაზაფხულზე აქციების ორგანიზებისთვის ემზადება, თუმცა მას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

„მათ გაზაფხულზე სურთ მღელვარების ორგანიზება. მართალია დღეს თოვლი მოვიდა და როგორც ჩანს, გაზაფხული ჯერ არ დგება, თუმცა ვხედავთ, რომ მცდელობები არის. ყველა ეს მცდელობა არის ფუჭი ორი მიზეზის გამო. პირველი, ეს არის კანონსაწინააღმდეგო და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ და მეორე - მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

საკითხს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე განიხილავს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ ამ ჩიხიდან დამარცხებული გამოვა

რომან გოცირიძე: თუ ივანიშვილი ვა-ბანკზე წავა, პროტესტს მიიღებს

„ამ პოლიტიკურ სპექტაკლს გვინდა გვერდიდან, ცივსისხლიანად, დავაკვირდეთ“ - ვახო მეგრელიშვილი