პოლიტიკა

მათიკაშვილი: სააკაშვილს და მის ნარჩენებს სძულთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოპონენტებს პასუხობს. წევრ
18:21 30.06
დაკოპირებულია

„თქვენს ბოროტ ზრახვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადებო და მეხოტბეებო, ჩვენს ქვეყანაში, აღსრულება არ უწერია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს: უნიკალური დენდროლოგიური პარკიდან დაწყებული, წყალტუბოს და აბასთუმნის სრულიად რეაბილიტაციით და ფაქტობრივად თავიდან აშენებით გაგრძელებული, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე რომ არაფერი ვთქვათ. ან რატომ არ უნდა ვთქვათ, არ ვიცი! უბრალოდ გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით მას!“-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი იპოდრომთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, 90-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით განხორციელდა და ხორციელდება.

„2003-2012 წლებში „ფონდ ქართუს" დაფინანსებით შექმნილ სიკეთეებს „ნაც. მოძრაობა“ თავისად ასაღებდა და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, ამით ამაყად პოზიციონერობდა. დღეს აღარ მოწონს, ქართველი ხალხის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მშვიდობიანი გზით, არჩევნებზე დამარცხებულ მოძალადე კრიმინალური რეჟიმის ნარჩენებს ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, უსასყიდლოდ გაღებული უდიდესი სიკეთე, რომლის მაშტაბიც, თუნდაც კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, უპრეცედენტოა მთელს მსოფლიოში. რატომ? ისმის კითხვა პასუხი მარტივია! მიშა სააკაშვილს და მის ნარჩენებს სძულთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი! პასუხი გირგვლიანის და ვაზაგაშვილის წამებასა და მკვლელობაში! პასუხი 7 ნოემბერს და 26 მაისს ჩვენი საზოგადოების უმოწყალოდ დარბევაშია!!! პასუხი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტისთვის ჩაბარებაში და მტერთან კაპიტულანტური გარიგებების გაფორმებაშია!!! ბევრია კიდევ პასუხი, თუ რატომ არ უყვარს „ნაც.კლასტერს“ ბიძინა ივანიშვილი, ბევრია თუმცა, ზემოხსენებულიც სავსებით საკმარისია იმის ცალსახად დემონსტრირებისთვის, რომ ბოროტმა არ შიეძლება კეთილი შეიყვაროს: ეკლესიების მარბიელებმა არ შეიძლება ეკლესია მონასტრების მშენებელი შეიყვაროს! ინტელიგენციის ჩამრეცხავებმა არ შეიძლება ოპერისა და თეატრის აღმშენებელი და კულტურის მოღვაწეთა მუდმივი მხარდამჭერი შეიყვაროს და ა.შ და ა.შ და ა.შ. თქვენს ბოროტ ზრახვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადებო და მეხოტბეებო, ჩვენს ქვეყანაში, აღსრულება არ უწერია, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს: უნიკალური დენდროლოგიური პარკიდან დაწყებული წყალტუბოს და აბასთუმნის სრულიად რეაბილიტაციით და ფაქტიურად თავიდან აშენებით გაგრძელებული, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე რომ არაფერი ვთქვათ. ან რატომ არ უნდა ვთქვათ, არ ვიცი! უბრალოდ გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით მას!“- წერს დავით მათიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

იპოდრომის გაყიდვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ დაწერა. დეპუტატი აქვე დასძენს, რომ იპოდრომის გამყიდველი და მყიდველიც, ბიძინა ივანიშვილია.

ალექსანდრე ლუკაშენკო

ლუკაშენკო მეექვსე ვადით არჩევისთვის ემზა...

ბელარუსში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝᲡ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲔᲑᲐ. ცვლილების შესაძლე...
თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი მან სოციალური ქსელ...
37 წუთის წინ
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს....
46 წუთის წინ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეო მიმართ...
11:55
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი შესრულდა. თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისს 17...
11:47
ამერიკის დამოიკდებლობის სიმბოლო 4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა
4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკი...
დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ...
მიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევ...
პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებ...
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიიდან საქართველოს სა...
დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამ...