მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: დამშვიდდეს ოპოზიცია, არავინ ართმევს ადგილს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი

პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ფრაქცია მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენს. 

მოსმენა პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციისთვის განკუთვნილ ადგილებზეც განთავსდნენ, რამაც სხდომის წამყვანის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზოგადოების ნაწილში გარკვეული რეაქცია გამოიწვია.

მან განმარტა, რომ ფრაქციის სხდომაზე ადგილები პერსონალურად არ არის განაწილებული.

„ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია მივმართო, რომ დამშვიდდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას. არანაირი პრობლემა არ არის, ტყუილად ნუ ანერვიულდებიან“,- დასძენს მამუკა მდინარაძე.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში სხდომები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა. თუმცა, ისინი შედეგებს არ ცნობენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე იხილეთ:

🛑 ვინ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში - გიორგი გახარიას გუნდი

🛑 პარლამენტი მთავრობას ნდობას 24 დეკემბერს გამოუცხადებს

🛑 იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაანაცვლებს