მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე „ევროპულ საქართველოზე“: ამომრჩევლები მხარს უჭერენ, მაგრამ 3% აძლევს ხმას

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

„ამომრჩევლები მხარს უჭერენ, მაგრამ 3 % აძლევს ხმას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ მისამართით განაცხადა.

ბიუროზე უმრავლესობის და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ეკა ბესელიას კანონპროექტის თემაზე იკამათეს.

კერძოდ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარადგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. ეკა ბესელიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ დაუჭირა მხარი და აქვე დასძინა, რომ კანონპროექტს მმართველი გუნდი მართალია, მაინც ჩააგდებს, თუმცა მისი განხილვა მაინც უნდა მოხდეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სერგი კაპანაძის ამ რეპლიკამ გააღიზიანა და მას ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი შეახსენეს, რომლის მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

„ესენი რეალურად მხარს უჭერდნენ, უბრალოდ ხმას არ აძლევდნენ. ასე არიან ამათი ამომრჩევლებიც, მხარს უჭერენ, მაგრამ 3% აძლევს ხმას, ასეთი შედეგი მოგვცა რეიტინგმა“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ მისამართით.