მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ყველა საიტზე და ვებ-გვერდზე მიმდინარეობს კიბერშეტევა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე Pia.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ შსს-ს დადასტურებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყველა საიტზე და ვებ-გვერდზე მიმდინარეობს კიბერშეტევა.

„შსს-ს დადასტურებული ინფორმაციით, პარტიის ყველა საიტზე და ვებ-გვერდზე მიდის მასირებული კიბერშეტევა.

100 ნიუსიდან 98-99-ის განთავსება ვერ ხდება ამ ეტაპისათვის. რაც არ უნდა კიბერშეტევები ახორციელონ, სახელმწიფო და კანონი თავის ადგილასაა და ამ კანონს ფარგლებში ფარდა აეხდება ყველაფერს, თუ ვინ მოინდომა აღნიშნული ქმედებების ჩადენა.

შესაბამისი ორგანოები შეეცდებიან უმოკლეს პერიოდში გამოიძიონ, ვინ უწყობს ხელს დესტაბილიზაციის გეგმას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

⭕ „ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა

შსს: კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა