პოლიტიკა

მდინარაძე: პასუხს აგებს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა არ მისცა

უმრავლესობის ლიდერი
ქართული ოცნების ოფისში 2019
1593438865
დაკოპირებულია

„ვინც დღეს ხმა არ მისცა კონსტიტუციურ ცვლილებებს, თავის ამომრჩეველთან, ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აგებს პასუხს. საერთო კონსენსუსი რომ ყოფილიყო, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო ისევ მათთვის, თუმცა ჩვენ მათ გარეშეც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია სპეკულირებდა, რომ თითქოს მათ გადაარჩინეს პროპორციული სისტემა და ეს იყო ისეთივე ტყუილი, როგორ ტყუილებზეც იყო მათ მიერ აგებული ორწლიანი კამპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე, რომ თითქოს ვიღაც იჩაგრებოდა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა - ეს ყველაფერი იყო ტყუილი.

მამუკა მდინარაძემ, ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელმა დღემ „ნაცმოძრაობის“ და მის სატელიტის - „ევროპული საქართველოს“ სრული ლუსტრაცია მოახდინა, რომლებმაც წერტილი დაუსვეს თავის პოლიტიკურ მომავალს.

„დღეს, ჩვენ აღვასრულეთ ხალხის ნება, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ნება. გარდა იმისა, რომ 8 მარტის შეთანხმება ძალაში შევიდა და აღსრულდა, მივიღეთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა. ეს არის ისტორიული დღე, რომელიც „ნაც.მოძრაობისთვის“ აღმოჩნდა ისტერიული დღეს და ამას მოწმობს მათ მიერ დაორგანიზებული რამდენიმე ათეული ახალგაზრდის აქცია რომელიღაც კრიმინალის გამოშვების მოთხოვნით. ფაქტია, როდესაც ჩვენ ვიღებდით კონსტიტუციურ ცვლილებებს, ისინი მართავდნენ საპროტესო აქციას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით გაიმარჯვა საქართველომ, რომელმაც გააუმჯობესა დემოკრატიის ხარისხი - ქვეყნის უზენაეს კანონში აისახა გადაწყვეტილება, რომელიც სრულად მიახლოებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.

„2020 წელს ჩავატარებთ არჩევნებს, რომელიც იქნება, ასევე, დემოკრატიის მაღალი ხარისხით გამორჩეული და გაიმარჯვებს ისევ საქართველო და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.​

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ფიცის დადება

ოფიციალურად! ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდე...

„ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 20 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1611160006

აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემატური მოკვლევის ფარგლებში - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით. ინფორმაციას ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია.

1611156518

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1611156160

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა და კომიტეტის წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე, განიხილეს საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის წესი, მოისმინეს ახალი შემოთავაზებები და მოსაზრებები,  ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611155168
გორში ხანძარი
ლოკალიზებულია

თელავში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის. 

ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა (ვიდეო)

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი უკვე დატოვა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ბაიდენის ინაუგურაციით გამოწვეულმა დადები...

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებულმა დადებითმა მოლოდინმა ნავთობის ფასი გააძვირა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას საქ...

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, უფლისწული მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი  გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. საუდის არაბეთის მეფისა და ტახტის მემკვიდრის ოფიციალური მილოცვები საქართველოს მთავრობის მეთაურს საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირიმ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.