მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებ მთელ საქართველოს ყველანი ფეხზე, ყველანი გარეთ“- შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი შალვა

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავში ჩავიდა.

მან მოუწოდა ხელისუფლებას ნიკა მელია დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

„ვინც ოპერაცია ჩაატარა ეს არ იყო ქართული მილიცია, ეს იყო წარმოუდგენელი.

დღეს ჩვენ დავინახეთ უფრო მწვავედ რა უბედურებაც ტრიალებს ქვეყნის თავზე, ამიტომ მოვითხოვ ნიკა მელიას დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, რომელიც რუსთავის ციხეშია გამოკეტილი იმის გამო, რომ ხმა აიმაღლა ანტიოკუპაციურ მიტინგზე.

მოვითხოვ მსოფლიო თანამეგობრობიდან, აშშ-დან, ევროკავშირიდან დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყნის მთავრობისაგან, სასწრაფოდ სანქციები ყველა უმრავლესობის წევრებს და მოსამართლეებს, რომლებიც პატრიოტიზმსა და მამულზე წინ საკუთარი მანდატები ურჩევნიათ.

მოვუწოდებ მთელ საქართველოს ყველანი ფეხზე, ყველანი გარეთ სანამ არ დავამთავრებთ ამ ანტიეროვნულ რეჟიმს “- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისათვის, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი შენობაში შევიდნენ. შენობის ალყის შემდეგ საპოლიციო ძალები ყველა სართულზე განლაგდნენ.

სამართალდამცველებმა, დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიის ოფისთან აქციას მართავენ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„მას არც ოჯახისთვის და მშობლებისთვის არ ეცალა, თავი ჰქონდა გადადებული“- ანზორ მელია

✔️„ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად“- გიორგი კონდახაშვილი

✔️ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი