მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე თქვენს გვერდით ვარ“ - პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას მიმართავს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Pia.ge

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას მიმართავს და სოლიდარობას უცხადებს. 

„ძალიან მძიმეა, რომ პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ხანძართან გამკლავება უწევს. თანავუგრძნობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს.

მათგან განუყოფლად, მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან.

მინდა, იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებასა და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით“,- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტის მიმართვას აფხაზური ვერსიაც ახლავს თან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢გაგრაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება

💢რა ვითარებაა გაგრაში - დე-ფაქტო ხელისუფლება განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)