მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მებრალება სააკაშვილის ხელში მარიონეტად ქცეული მელია - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

„მივმართავ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ზედმეტი ხომ არ მოგდით? საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოზე უპრეცედენტო ფოკუსირების შედეგად მივიღეთ დოკუმენტი, რომელსაც საქართველოში არსებული სიტუაცია უნდა განემუხტა, რეალურად დოკუმენტით ოპოზიციამ ფაქტობრივად მიიღო ყველაფერი, რასაც ისინი ითხოვდნენ, მაგრამ როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო, ოპოზიციას ახალი მოთხოვნები გაუჩნდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ შესრულდება,“ - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მას არ უნდა დაიჯეროს, რომ ოპოზიცია რუსეთის თამაშს თამაშობს:

ოპოზიციისთვის შეთანხმება და ხელმოწერა რომ არაფერს ნიშნავს, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ის რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, უტიფრობაც აღარ არის, ეს მავნებლობაა! ყველამ ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არსებობდა. მართალია ახლა ეს პოლიტიკური ჯგუფი ოპოზიციაშია, მაგრამ სურთ კვლავ განახორციელონ მათ მიერ დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა და ისევ შერჩევით სამართალს ითხოვენ, როგორც ნაწილობრივი ფეხმძიმობა არ არსებობს, ჩემთვის ასევე არ არსებობს ნაწილობრივი ამნისტია, ან 20 ივნისის ყველა ფიგურანტის ამნისტირება მოხდება ან არცერთის. ეს არის აქსიომა! მებრალება სააკაშვილის ხელში მარიონეტად ქცეული მელია, რომელიც წაგებულ თამაშს თამაშობს....

სამწუხაროდ საქართველოში მუდმივი დაძაბულობა ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს, არ მინდა მჯეროდეს რომ ოპოზიცია რუსეთის თამაშს თამაშობს, მაგრამ ფაქტები მრავლისმეტყველია, ცალსახაა, ნებსით თუ უნებლიეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სწორედ რუსეთის თამაშს თამაშობს,“ - ამბობს დავით ჩიხელიძე.