მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგობრობიდან გაყრამდე - „გირჩის“ დაპირისპირების ქრონიკა

გირჩის ქრონიკა

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გთავაზობთ პარტია „გირჩის“ წევრებს შორის არსებული დაპირისპირების მიმოხილვას.

რა ხდება პარტიის შიგნით და როგორ დაიწყო მთელი ეს „გაურკვევლობა“?

➖ 4 დეკემბერს პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა: „ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო“.

ამას მოჰყვა მთელი აურზაური. პარტიის წევრებმა ლიდერის განცხადების შინაარსი ვერ გაიგეს, ვერც ოპოზიციის წევრები მიხვდნენ მიზეზს, მაგრამ სავარაუდო ვერსიებმა, რა თქმა უნდა, გაიჟღერა.

მათ შორის იყო პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხიც.

➖ საბოლოოდ დადგა საკითხი, თუ როგორ უნდა გაიყონ პარტიელებმა „გირჩი“.

➖ ჯაფარიძეს განცხადებას მოჰყვა იაგოს, ვახოს, სანდროს, გოგა ხაჩიძის და რამდენიმე პოლიტიკოსის შეფასებაც, მათ შორის მმართველი გუნდის.

➖ 5 დეკემბერს პარტიის ლიდერმა აღნიშნულ პირებს, რომელთანაც „საერთო აღარ აქვს“ ულტიმატუმები წაუყენა და დრო დღის ბოლომდე მისცა.

როგორ განვითარდა მოვლენები?

გთავაზობთ „გირჩის“ ამბის ქრონიკას 👇

🔘 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

🔘 როგორ გაიყოფენ „გირჩს“ „გირჩელები“?

🔘 სანდრო რაქვიაშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ულტიმატუმები წაგვიყენა, მიზეზი არავინ იცის

🔘 ვახო მეგრელიშვილი: მეც მინდა გავარკვიო რა ხდება

🔘 იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეზე: არ ვიცი რა მოხდა, გუშინწინ მეგობრები ვიყავით

🔘 „პარლამენტში შესვლა დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა, სხვა რაღაც მგონია და ჯაფარიძემ უნდა დააზუსტოს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

🔘 ფაქტია პარტიის შიგნით შიდა დუღილია - მდინარაძე „გირჩის“ შესახებ

🔘 გოგა ხაჩიძე ზურაბ ჯაფარიძეს: ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას

🔘 გოგა ხაჩიძე: „გირჩიდან“ უნდა წავიდეს ხვიჩია, მეგრელიშვილი და ის ადამიანები ვინც ჯაფარიძეს არ ეთანხმებიან

🔘 იაგო ხვიჩია: ჯაფარა ძალიან მიყვარს, დიდი ხანია ვმეგობრობთ

🔘 ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩის“ ლიდერად ვრჩები

🔘 იაგო ხვიჩია: დიდი სისულელისთვის კვლავ ბოდიშს ვიხდი

🔘 ვახო მეგრელიშვილი: კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ , „გირჩი 2“-ის შექმნაზე

🔘 ზურაბ ჯაფარიძის ულტიმატუმი თანაპარტიელებს

🔘 სანდრო რაქვიაშვილი: რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“? მიდის და ახალ პარტიას აარსებს?

🔘 ვახო მეგრელიშვილი: „გირჩი“ დღეიდან შიგნით ლაპარაკს იწყებს, ჯერჯერობით ვერაფერს გაიგებთ

🔘 იაგო ხვიჩია: ყველა „გირჩში“ რჩება, ასე არ წყდება საკითხი

🔘 „სასურველია, მთელი მიმოწერა გასაჯაროვდეს“, - რაქვიაშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე

🔘 თაკო ჩარკვიანი: „გირჩის“ პარლამენტში შესვლით ოპოზიციას არაფერი დააკლდება

🔘 ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია

5 დეკემბერს, დღის ბოლოს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამოწურულია და დიალოგს აზრი არ აქვს.

ცნობისთვის, პარტიაში საჯარო განხეთქილება 4 დეკემბერს დაიწყო.