მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგრელიშვილი: პარტიებმა უნდა თქვან, როგორ წარმოუდგენიათ ქუჩაში ცხოვრება და თანამშრომლობა

გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი

„თუ ბოიკოტია, ბოიკოტი უნდა იყოს და რას ნიშნავს, ბოიკოტი, უნდა ვთქვათ“,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახო მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, თითოეულმა პარტიამ უნდა თქვას, რა რესურსი აქვს, როგორ წარმოუდგენია ქუჩაში ცხოვრება და თანამშრომლობა.

„ქვეყანა, 30 წლის შემდეგ ფაქტობრივად იგივე წერტილს დაუბრუნდა, რაშიც ვიყავით. თუ მართლა ეს გვინდა, თუ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს, უნდა გავარკვიოთ, გადავწყვიტოთ და საჯაროდ ვილაპარაკოთ იმაზე, როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი კრიზისში, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან.

მოლაპარაკებებს არასოდეს არ აქვს ალტერნატივა, მოლაპარაკების ალტერნატივა საბოლოო ჯამში არის ქვის სროლა, რისი მომხრეც მე არასოდეს არ ვიქნები“,- აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ნიკა მელია: ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნება!

🔵ნინო ბურჯანაძე: თუ აქციები დაიწყება, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება

🔵ელისაშვილი: ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება