მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელია: აქ ვართ და არავინ არ მივდივართ, ბრძოლა ბოლომდე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია - Pia.ge

ცესკოს შენობასთან შეკრებილ ოპოზიციის მხარდამჭერებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მიმართა.

„ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, რომ აღარავინ აყალბებდეს არჩევნების შედეგებს, თამარ ჟვანიას მოუწიოს სახლში წასვლა და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

ეს ბრძოლა დაიწყო, გრძელდება და დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. ამიტომ აქ ვართ და არავინ არ მივდივართ, ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

📌 ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რის საშუალებას სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მათ წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

👉 აქციაზე მოქალაქეებს ხმის გამაძლიერებლით დაშლისკენ მოუწოდებენ