მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელიამ საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა უნდა გაითვალისწინოს, დიდი პატივია, როცა ევროკავშირი შენი გირაოს ფულს იხდის“ - ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„ჩემი აზრით ნიკა მელია ახლა არასწორად ზის ციხეში, მათ შორის საკუთარი გადაწყვეტილებითაც. ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მელიას ევროკავშირმა შესთავაზა ისეთი რამ, რომელზეც უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ხელმოწერა იყოს დოკუმენტზე და ყველა ჩემი კოლეგა იყოს პარლამენტის შენობაში. ჩემი აზრით ეს არის სწორი გამოსავალი, ეს არის ჩვენი მეგობრების რჩევა, რომლებიც კრიზისის მოსაგვარებლად აქ ჩამოვიდნენ.

ყველას მინდა ვთხოვო, რომ ეს გამარჯვება არ ჩავამწაროთ ერთმანეთს. ჩემი აზრით ნიკა მელიას ევროკავშირმა შესთავაზა ისეთი რამ, რომელზეც უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება. მათ თქვეს, რომ „ჩვენ გადავიხდით შენს გირაოს“. რითაც იყო ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვუხდით კრიმინალს გირაოს, ჩვენ არ გიყურებთ როგორც კრიმინალს, ჩვენ გიყურებთ ისე როგორც საჭიროა და შენ გინდა. ამიტომ ვიხდით გირაოს და გამოდი გარეთ.

ამას დათანხმდი და არ იქნება არანაირ ამნისტიაზე საუბარი საჭირო, რომელიც ცალკე ვნებათაღელვის საგანი იყო. ჩემი აზრით ნიკა მელია ახლა არასწორად ზის ციხეში, მათ შორის საკუთარი გადაწყვეტილებითაც. ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის.

მელიამ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა, მიიღოს ის პატივისცემა,მართლა ძალიან დიდი პატივია, რომ ევროკავშირი იხდის შენი გირაოს ფულს. ამაზე დაფიქრდეს“, - აღნიშნა ხვიჩიამ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

🔴 „ევროკავშირში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლიან ქცევაზე“- ევროპარლამენტარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“