მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მერაბ ქვარაია: როცა ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელსაც საჭიროების ჟამს შეუძლია თანადგომა და თავდადება საკუთარი ხალხისთვის, ეს დიდი ბედნიერებაა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, ვისაც ამ ემოციის მიღება არ გამოსდის, მადლიერება მაინც უნდა ჰქონდეს გულში.

მისივე შეფასებით, შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე და ასე გაწყობდეს, მაგრამ არ დაინახო და ღირსეულად არ დააფასო, უბრალოდ უმადურობაა.

„როცა ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელსაც საჭიროების ჟამს შეუძლია თანადგომა, გაღება და თავდადება საკუთარი ხალხისთვის, ეს დიდი ბედნიერებაა.

რითაც შეგიძლია, უბრალოდ, უნდა აჰყვე მას, უნდა მიიღო ეს ემოცია. თუ არ გამოგდის, მადლიერება მაინც უნდა გქონდეს გულში.

თუ ვერც ერთს ახერხებ და ვერც მეორეს, რაღაც ვერ ყოფილა რიგზე.

შეიძლება არ მოგწონდეს, არ გიყვარდეს, არ ემხრობოდე, არ ეთანხმებოდე და ასე გაწყობდეს, მაგრამ არ დაინახო და ღირსეულად არ დააფასო ის, რასაც შენი ქვეყნისა და ხალხისთვის წმინდა ადამიანური, მამულიშვილური მიდგომებით აკეთებს, რბილად რომ ვთქვათ, უბრალოდ უმადურობაა.

უმადურობა გვაშოროს ღმერთმა და აძლიეროს სიკეთის მკეთებელი, სიკეთეში მიმბაძველი, დამნახავიც და დამფასებელიც“, - წერს მერაბ ქვარაია.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.