მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მერაბ ქვარაია: ვითარება, რომელიც ინფექციასთან ბრძოლაში გვაქვს, სწორი პოლიტიკის შედეგია

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, 2020

"შედეგი რომელიც საქართველოს აქვს და განასხვავებს ბევრი სხვა უფრო ძლიერი სახელმწიფოებისგან არის სწორი მენეჯმენტისა და სწორი პოლიტიკის შედეგი. არის შედეგი იმ რეკომენდაციების გათვალისწინების, რომელსაც პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ",- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება თითოეულ გადაწყვეტილებას პროფესიონალ ექიმებთან შეთანხმებით იღებს.

" ვის უნდა დავუჯეროთ, ამირან გამყრელიძეს, რომელიც გამოცდილი სპეციალისტი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია თუ გიორგი ვაშაძეს, რომელიც პოლიტიკური აქტიურობით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, სინამდვილეში კი წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს და მხოლოდ დემაგოგიის კორიანტელს აყენებს ? რა თქმა უნდა ამირან გამყრელიძეს. უნდა ვენდოთ და დავუჯეროთ! პროფესიონალი ექიმების რჩევების გათვალისწინების შედეგია ის პოზიტივი რაც დღეს გვაქვს",- აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.