მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეც მინდა მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე მისვლა“ - იაგო ხვიჩია

გირჩის წევრი

პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე დასწრება სურს, რათა ზუსტად იცოდეს, როგორ იქცევა ოპოზიცია ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით. 

მისი თქმით, ასევე სურს გაარკვიოს, რა არის ახალი იმ ხელშეკრულებაში, რომელიც შარლ მიშელთან შეხვედრაზე გაფორმდა.

„ჩემი სანამ არ მოვისმენთ, რისთვის არის ოპოზიცია მზად, რა შეთავაზებები აქვს ხელისუფლებას, სად გაჩნდა ახალი სივრცეები საუბრისთვის, ვერ ვიტყვი, რომ ეს რაიმე ახალია.

განა წინააღმდეგი ვარ, პირიქით, მეც მინდა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე მისვლა, რადგან ვნახო ადამიანები ფასილიტატორებთან შეხვედრაზე როგორ იქცევიან“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, მმართველი გუნდი მოლაპარაკებიდან არც გასულა და ხელშეკრულებაში შესული რამდენიმე საკითხი უკვე მუშაობის პროცესშია, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებებს უკვე კანონპროექტის სახე აქვს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად შედგება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ორ კვირაში ან დაფიქსირდება, რომ გვაქვს წინსვლა ან იქნება უკანდახევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ - ზურაბ ჯაფარიძე

მამუკა ხაზარაძე: კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი არის 2022-ში სრულად პროპორციული, დაბალბარიერიანი არჩევნების ჩატარება

გიგი უგულავა: ამ ეტაპზე პლებისციტზე საუბარი ნაადრევია