მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს შენობა

იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობის ძირითადი მოტივებია სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში სისტემური ცვლილებაა, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით.

„ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს, ჩვენ შეგვიძლია უკვე, რომ ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეწარმეთა შესახებ ახალ კანონს მთავრობა განიხილავს.