მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებით, გაიხსნა და წარიმართა ისტორიული პროცესები“ - ანრი ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე

ანრი ოხანაშვილის თქმით, სასამართლოს მიერ კონკრეტული სტატისტიკა ცხადყოფს დღეს, რომ საქართველოს მოქალაქე, პირი, რომელსაც აქვს დავა სასამართლოში - როგორ სრულდება - სახელმწიფო ბევრ შემთხვევაში, აგებს დავას მოქალაქესთან, რაც ვერავის წარმოედგინა.

„ის, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობა უმეტეს შემთხვევაში არ კმაყოფილდება, ის რომ პროკურატურას არ ეთანხმება სასამართლოს და არ არის სინქრონში, ეს ხომ იმ ყველაფრის შედეგია იმისა, რასაც „ქართული ოცნების“ გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს“, - აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში წარმოდგენილ ცვლილებებს განიხილავდნენ.

მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებში ხდება დაზუსტება და ეს არ უნდა იყოს აღქმული თითქოს რამე გაფუჭდა და ახლა სწორდება.

„არაფერი გამოსასწორებელი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ ვიდავეთ და სწორედ, იურიდიული კომიტეტმა და მისმა წარმომადგენლებმა შეძლეს ის, რომ გააბათილეს ყველა ის არგუმენტი, რაც ჰქონდა სახალხო დამცველის ოფისს. ეს არის რეალობა. ამიტომ ჩვენ მიერ შემუშავებული რეგულაცია იყო უმნიშვნელოვანესი.

როდესაც საუბრობთ, რომ პროცესი გამჭვირვალე და გახსნილი იყო საინტერესოა ვისი დამსახურებით გაიხსნა ეს პროცესი?! ვინ შეიმუშავა ეს ცვლილებები?! ამ მოწვევის პარლამენტმა, უმრავლესობამ, „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“ გუნდი არის ძალა, რომელიც ასოცირდება პროგრესთან. შესაძლოა არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, ეს ლოგიკურია, პოლიტიკური პაექრობის ნაწილია თუმცა, ფაქტია, მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებით, გაიხსნა და წარიმართა ისტორიული პროცესები. ეს იყო გახსნილი, გამჭვირვალე პროცედურა. შესაბამისად, ეს ცვლილებები ემსახურება დაზუსტებას და არა იმას, რომ რაიმე არაკონსტიტუციურია და რამეს ვასწორებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​