პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს და თურქეთს შორის მეზობლური ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობას ეფუძნება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
09:46 26.05
დაკოპირებულია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც პირადად მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს.

„საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში გაღრმავდება ყველა შესაძლო სფეროში და გააგრძელებს ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას“, - ნათქვამია წერილში.

ჩავუშოღლუ ხაზგასმით აღნიშნავს რომ თურქეთი და საქართველო ერთობლივი ძალებითა და ბრძოლით შეძლებენ COVID-19-ის პანდემიის დამარცხებას.

დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, 16:50-ზე მაშინდელი გოლოვინის გამზირზე მდებარე ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა და მანვე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.

მუსულმანი ქალი აია-სოფიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხელებაღმართული დგას.

ერდოღანი აია-სოფიას გადაწყვეტილებაზე შეშ...

„სხვა ქვეყნების მოსაზრებები ვერ მოახდენს გავლენას სტამბოლში აია-სოფიას მუზეუმისთ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო ივნისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით...
20:16
კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ი...
16:36
ტურიზმის სექტორისთვის კოვიდ-19 დაკავშირებული რეგულაციების ადაპტაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინ...
16:25
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი...
15:44
საბურთალოს რაიონი საბურთალოზე სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მე...
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის ს...
უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის...
თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათშორისი სამთო მომზ...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენ...
11:17
ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 3 იმპორტი...
დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციურ...