მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხაელ ზიბერტი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრული მხარდაჭერა!

გერმანიის წარმომადგენელი

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Twitter გვერდის მეშვეობით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას ეხმაურება:

„გუშინდელ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა, ასევე მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ახალი ნაბიჯებისგან“ - განაცხადა მიხაელ ზიბერტმა.