მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ ჩხენკელი: 9 აპრილი თავისუფლების გამარჯვების დღეა

განათლების მინისტრი 2020

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წლის შემდეგ, საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი 1989 წლის მოვლენებს იხსენებს და თარიღის მნიშვნელობას აფასებს.

„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს, თავისუფლების გამარჯვების დღეა. ამიტომაცაა, რომ სამშობლოსათვის შეწირულთა სახელებს ღრმა წუხილითა და თან სიამაყით ვიგონებთ. მადლიერებით მივაგებთ პატივს მათ ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი თავდადებით მომავალ თაობათა თავისუფლებისკენ გაკვალა გზა.

დღეს, როდესაც სულ სხვა სახის გამოწვევათა პირისპირ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ერთიანობისა და თანადგომის ეს პრეცედენტი კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას.“