პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: ჩვენი მიზანია საქართველო შესაძლებლობების სივრცედ ვაქციოთ

ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრი
22:50 ხუთ. 22 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწარმეობაში, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მოქმედი მეწარმეები არიან, საქართველო ვაქციოთ შესაძლებლობების სივრცედ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მიხეილ დაუშვილა, თელავში, თემატური საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომერციული დავების განხილვის პერიოდის შემცირება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

„რა თქმა უნდა, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სასამართლო სისტემაში, თუმცა ვაცნობიერებთ სრულად, რომ დღეისათვის კომერციული დავების განხილვის სისწრაფე და ხარისხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება, შესაბამისად, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომ ბიზნესს შეეძლოს სწრაფად და ეფექტიანად ხარისხიანი სასამართლო სერვისი მიიღოს.

ამის პარალელურად, ჩვენ ხელს შევუწყობთ კომერციული დავების განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს - არბიტრაჟს, მედიაციას და ამის შედეგი იქნება ის, რომ ჩვენს კერძო სექტორს საშუალება ექნება და კომპანიები შეძლებენ თავიანთი დავები და კომერციული საკითხები გადაწყვიტონ სწრაფად და ეფექტიანად“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

როგორც მან განაცხადა, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა გაგრძელდება.

„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კვლავ პრიორიტეტად დარჩება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. როდესაც ვსაუბრობთ „აწარმოე საქართველოზე“, კიდევ ერთხელ, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და თუნდაც აი აქ , სტუმრებში, არაერთ ადამიანს ვხედავ, რომელმაც როგორც „აწარმოე საქართველოს“, ასევე სოფლის მეურნეობის არაერთი პროგრამით ისარგებლა და ამ ადამიანებმა შექმნეს ახალი პროდუქტი, განთავსების ადგილები, დაასაქმეს ადამიანები და ჩვენი ქვეყანა გახადეს უფრო კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მიზანი იქნება სრულად ავითვისოთ ევროკავშირთან და ჩინეთთან, ასევე სხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ამასთანავე, დავიწყოთ ამ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენს მეწარმეებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქტი, თავიანთი სერვისი მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე ყოველგვარი დამატებითი ბარიერების გარეშე გაყიდონ“, - განაცხადა მიხიელ დაუშვილმა.

როგორც მან განმარტა, აუცილებელია ბიზნესის დასახმარებლად დაწყებული რეფორმების გაგრძელება.

„ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნესის განვითარება შეუძლებელია ქონებაზე და სხვადასხვა რესურსებზე წვდომის გარეშე და ჩვენ ვგეგმავთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში სახელმწიფომ თავისი აქტივი - მიწა, ქონება და სხვა აქტივი, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად მონაწილეობს ეკონომიკურ ბრუნვაში, უნდა განხორციელდეს ასობით მილიონი ლარის ეკონომიკური აქტივის ჩაშვება მოქმედ ეკონომიკაში და ბიზნესში. ეს ნიშნავს იმას, რომ განხორციელდება ასობით ახალი ბიზნესპროექტი და დასაქმდება ათასობით ადამიანი.

ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ ახლო ვადებში განხორციელდება და ოპტიმიზირდება წიაღის ლიცენზირების სისტემა, გაიცემა 4 ათასზე მეტი ახალი ლიცენზია, რაც ნიშნავს იმას, რომ დასაქმდება სულ მცირე 10 000 ადამიანი, შეიქმნება 10 000 ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სერიოზულ ბიძგს მისცემს მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს დამატებითი პროექტების განხორციელებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
22 წუთის წინ
მათი თქმით, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კვების ინდუსტრია გადარჩეს. როგორც კვებ...
29 წუთის წინ
„პროდუქტების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოფლების საბავშვო ბაღებში თავად გაერთიანება უზრუნველყოფს, სად...
35 წუთის წინ
მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტები არ შეესაბამებოდა თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებს. „ვ...
46 წუთის წინ
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის გა...
53 წუთის წინ
რუსული მედია Pfizer-ის ვაქცინაზე

Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგისტრირე...

ამის შემდეგ ვაქცინის გამოყენება მასობრივად მოხდება. ვაქცინაციის დაწყება უკვე მომავალ კვირას იგეგმება...
56 წუთის წინ
პოლიციამ კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭ...
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების...
სინგაპურში ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორ...
მსოფლიოში ეს იქნება ე.წ. სუფთა ხორცის პირველი პრეცედენტი, რომელსაც ცხოველის დაკვ...
11:03
თბილისი 1 705, იმერეთი 624 - ეპიდვითარებ...
ᲓᲔᲓᲐᲥᲐᲚᲐᲥᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲣᲠᲔᲑᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲡᲐᲮᲘᲗ: 🔺 თ...