შეზღუდვები წერტილოვანია და საუბარი არ არის სისტემურ ლოქდაუნზე - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე, ეკონომიკასა და ბიზნესზე ზრუნვაა.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანის წინაშე - ვიზრუნოთ ჩვენს მოქალქეებზე, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და ამასთანავე ვიზრუნოთ ეკონომიკასა და ბიზნესზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის, თითოეული სამუშაო ადგილი უკიდურესად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შეზღუდვებს, ეს არის წერტილოვანი და საუბარი არ გვაქვს სისტემურ ლოქდაუნზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ წლის დასაწყისიდან განსხვავებით, დღეს გვაქვს ორთვიანი შეზღუდვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შემცირებაა. შეზღუდვებთან ერთად, ხელისუფლებამ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად შეიმუშავა ბიზნეს მხარდაჭერის ღონისძიებები, რომელიც ბიზნესს ამ ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარება.
ცხადია, გვესმის, რომ თითოეული ეს შეზღუდვა მძიმეა სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის, როგორც საცალო ვაჭრობის, ისე სავაჭრო ცენტრებისთვის და ბაზრობისთვის, ასევე, ტურიზმის ცენტრებისთვის, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს ვირუსის შეჩერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
რაც შეეხება მხარდაჭერის პაკეტებს, მიხეილ დაუშვილის თქმით, წელს ძალიან კარგად იმუშავა 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის შეღავათმა.
„ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ 6 თვით, დეკემბრიდან მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ბენეფიციარი იქნება 30 000-ზე მეტი კომპანია და 400 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთანავე, ტურიზმის სექტორისთვის განსაკუთრებით სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება 2021 წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. უნდა აღინიშნოს, რომ წელს 4 თვიანი საშემოსავლო გადასახადის გადავადება, რომელიც შეეხო ტურიზმის და სხვა სექტორებს, მოხდება მისი ჩამოწერა, გათავისუფლება მიმდინარე წლის ბოლომდე.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სესხების სუბსიდირება, რომელიც დღეს მოქმედებს სასტუმროებთან დაკავშირებით, თითქმის ანალოგიური პროექტი განხორციელდება 6 თვის ვადით რესტორნებისთვისაც. კარგად გვესმის, რომ დღეს რესტორნებს ისევე, როგორც სასტუმროებს და ტურიზმის სხვა სექტორს, კრიზისი უდგას და ამ კრიზისში მათ სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მისივე თქმით, გაგრძელდება საკრედიტო საგარანტიო ფონდის მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით და ასეულობით ბიზნესი შეძლებს განახორციელოს სესხის რესტრუქტურიზაცია სახელმწიფოს მხარდაჭერით და ამასთანავე მოიზიდოს ახალი სესხები ახალი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად.
„ეს გეგმა წლის დასაწყისში არსებული პროცესებისგან ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმით, რომ საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრულია დროში. ჩვენი ამოცანა და გეგმაა ორი თვის თავზე ბიზნესს გაცილებით ნაკლები შეზღუდვა ჰქონდეს და გაცილებით უფრო თავისუფლად ოპერირებდეს“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იუწყება.
აზერბაიჯანმა ჩინური ვაქცინის CoronaVac-ის 4 მლნ დოზის შეტანაზე კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძის განცხადებით, დღევანდელი აქცია არის ქართველი ხალხის ბრძოლა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.
იგი უერთდება ერთიანი ოპოზიციის აქციას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისაკენ და სრულიად უსპობენ გზას იმისათვის, რომ ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.
ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია.