პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ისე ვერ მოვიქცევით, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა და ცენზურას ვერ დავუშვებთ

ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.
10:31 16.09
დაკოპირებულია

„2007 წლის 7 ნოემბერს ტვ „იმედის“ ეთერში სპეცრაზმის შეჭრა იყო იმ პროცესების კულმინაცია, რაც მანამდე მიმდინარეობდა და ვითარდებოდა“, -განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნაძალადევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებმა დღეს ეს თემები არ იციან.

„მაშინდელი პრეზიდენტის მითითებით 1 საათში გადააყენეს ადამიანი, რომელიც არჩეული იყო და დაჭერით დაემუქრნენ მის მომხრეებს. მახსოვს, როცა ინტერვიუს ვაძლევდი, მაგალითად , „რუსთავი 2“-ს, ან საერთოდ არ უშვებდნენ ან „დაჩეხილს" უშვებდნენ. ვცდილობდი სიტყვები ისე დამელაგებინა, რომ ვერ ამოეჭრათ, ამიტომ საერთოდ აღარ უშვებდნენ ეთერში.

ნიკა გვარამია მაშინ მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. იმ ფანჩატურის ხალხი, რომელიც ახლა ერთად არიან, მაშინ მსჯავრდებულებად გამოაცხადეს. შალვა ნათელაშვილი ძებნაში იყო და რუსეთის აგენტად მონათლეს. საზოგადოებაში იყო შიშის განცდა, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა, ჟურნალისტები არ მოეკლათ. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და შემდეგ გამოჩნდა კიდეც ეს. მედია დღეს თავისუფალი ნამდვილად არის. ამას ვერავინ უარყოფს. ეს არის თავისუფლების ფასი, რომელსაც ვიხდით. ჩვენ შეგნებულად ვთქვით, რომ თავისუფლება არის უმთავრესი. ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება. ჩვენ ისე ვერ მოვიქცევით, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა და ცენზურას ვერ დავუშვებთ“, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებ...
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პირო...
22:02 19.09
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივი...
21:52 19.09
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორი...
21:43 19.09
„მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი...
21:31 19.09
ქართველი ნიჩბოსან მორიგი ტრიუმფი უნგრეთში
უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართვე...
21:21 19.09
კასპში კაცი მოკლეს
კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობ...
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილ...
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბ...
არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუ...
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამ...