პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე - არ მგონია, ჯანსაღი აზროვნების ადამიანი დაუპირისპირდეს ოჯახის ინსტიტუტს, ალბათ, რაღაც გადახრა უნდა გქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართული ოცნების ოფისში 2019
14:07 16.09
დაკოპირებულია

„სააკაშვილმა ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ახლა დედა, არ მგონია, ნორმალური, ჯანსაღი აზროვნების ადამიანი დაუპირისპირდეს ოჯახის ინსტიტუტს, მე ასეთი არ მსმენია, ალბათ, რაღაც გადახრა უნდა გქონდეს, შეიძლება ფსიქოლოგიური,” - განაცხადა „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „არენა“.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებაში გვყავდა მმართველი, რომელიც წარმოაჩენდა, რომ იყო ლიდერი, რისკზე წამსვლელი, ეს ყველაფერი კი მხოლოდ პიარი იყო.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ სიბინძურეს იკადრებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

„ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს იკადრებს, თუ რამე სიბინძურე არსებობს, ალბათ, არის კიდევ შესაძლებლობები მათ თავებში, რომ მოიგონონ და რადაც არ უნდა დაუჯდეთ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. სააკაშვილი ვითომ პროდასავლურ ლიდერად ითვლებოდა, რომ გადავავლოთ თვალი მის მოღვაწეობას, მის ნარჩენებს გვარამიას სახით და დღეს ოპოზიციურ ფლანგზე გაშლილ მათ ანასხლეტებს, ეს არის ადამიანი, რომელმაც ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ზუგდიდში ორჯერ დააყენა სანდრა, ახლა დედა. ხელისუფლებაში გვყავდა მმართველი, რომელიც თითქოს წარმოაჩენდა, რომ ის იყო ლიდერი, რისკზე წამსვლელი, ეს ყველაფერი იყო ტელევიზიით და პიარით ნაჩვენები. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, წარმოიდგინეთ გორში მისი გაქცევა, სად უნდა იზრდებოდეს, რომელ სოციუმში საქართველოში ადამიანი, რომ უმაღლესი მმართველი, რომელსაც სტუმარი თან ახლავს, თვითმფრინავის ხმაზე გარბის შეშინებული, დაცვა მისდევს და მას კიდევ შეიძლება ჰქონდეს გამოჩენის და მმართველ ძალაში დაბრუნების პრეტენზია“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53 22.09
„საზოგადოებისთვის ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული...
22:43 22.09
დღეს, 22 სექტემბერს, სოზარ სუბარი ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები პირადად...
22:32 22.09
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარ...
22:24 22.09
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ა...
22:15 22.09
ამერიკის შეერთებული შტატები 7 მლნ კოვიდინფიცირებული - ეპიდსიტუაცია აშშ-ში
7 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული. ასეთი ეპიდსიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. worldometers-ის...
21:38 22.09
18:22 22.09
ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვ...
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა....
18:01 22.09
ეზუგბაია: სიტუაციის მართვა, რომ შევძლოთ...
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის,...
17:55 22.09
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა...
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა „სუ-30“-მა კატასტროფა განიცადა. „როსიისკაია გაზეტას...