მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი: გაპრეზიდენტებას ვულოცავ ჩემს ძველ მეგობარს

მილოცვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში მიულოცა.

„ვულოცავ გაპრეზიდენტებას ჩემს ძველ მეგობარს, 1990 წლიდან 20-ზე მეტი წელია გასული. ვუსურვებ წარმატებას მას და თავისუფალ სამყაროს.“ - წერს სააკაშვილი.

„ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

ფიცის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ - მოსამართლე ჯონ რობერთსმა დაადებინა. ბაიდენმა ხელი უკვე მესამედ ბაიდენების ოჯახის საგვარეულო ბიბლიას დაადო, რომელსაც მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი იჭერდა.

🗽ბაიდენი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა. პირველად 2008 წელს, ომიდან რამდენიმე დღეში. მაშინ, ჯო ბაიდენს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. ის 2008 წელს საქართველოში ჩავიდა, USAID-თან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების გადასაცემად.

🗽ერთი წლის თავზე, ახლა უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ბაიდენი საქართველოში ჩავიდა. იმ დროს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსკოვს სტუმრობდა. ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას იწყებდა. ამ პირობებში, ობამას თეთრ სახლს სურდა გაექარწყლებინა შეშფოთება ვაშინგტონსა და თბილისში, რომ ეს შესაძლოა საქართველოს ხარჯზე მომხდარიყო.

იხილეთ აგრეთვე:

📍ჯო ბაიდენი: ჩვენი ისტორია არის მუდმივი ბრძოლა

📍ოფიციალურად! ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტია

📍ლედი გაგამ ბაიდენის ინაუგურაციაზე ჰიმნი შეასრულა (ვიდეო)

📍ოფიციალურად, კამალა ჰარისი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტია