მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ახალი ეპოქა იწყება

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

„ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, „ძალა ერთობაშიამ“ ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლეს“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ახალი ეპოქა იწყება, „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებისკენ მიდის.

„გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი ხალხი - ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან გამორჩეული, წარმატებული ბიზნესმენები. ის, რომ ბიზნესი აქეთ გადმოვიდა, ეს არის უტყუარი ნიშანი, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და ახალი ეპოქა იწყება.

შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი, არა მხოლოდ ტელესივრცის, არამედ ზოგადად, საქართველოს შემოქმედებით პროფესიებში. ესეც ძალიან დიდი შენაძენია.

ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, თავიდან ვვარაუდობდით, რომ მაჟორიტარი დეპუტატი იქნებოდა, თუმცა ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იქნება, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთან და საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და იმედია, ასევე საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ მივდივართ გამარჯვებისკენ. ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.