მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სარჯველაძე ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხელ სარჯველაძე ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელს გიორგი გიორგაძეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

შეხვედრაზე ისაუბრე ევროსაბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.

უწყების ცნობით, ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნო მიმდინარე პროექტები და ისაუბრა ამ პროექტებში კომიტეტის ჩართულობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტებს - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა.

ევროსაბჭოს წარმომადგენელმა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნო ამ პროექტების ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები და ამასთან ერთად დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.