მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიაზე: ამნისტია პატიების ერთგვარი ჟესტია

მიხეილ სარჯველაძე

„ამნისტია, როგორც მექანიზმი, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ეს არის ერთგვარი ჟესტი პატიებისა“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის დებულებები, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმებით.

„კონკრეტულ შემთხვევაზე როგორ გავრცელდება და როგორი იქნება სხვადასხვა პირთა მხრიდან აღქმა, ეს მე ვფიქრობ მეორეხარისხოვანია - მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის დებულებები, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმებით“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.