მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიმაჩნია, რომ ამნისტიაზე აჟიოტაჟი ძალიან გაბერილია“- ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამნისტიის შესახებ აჟიოტაჟი ძალიან გაბერილია.

როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, ამნისტია ორივე მხარეს უნდა შეეხოს და არ გავრცელდეს იმ ხალხზე, ვინც ადამიანებს შეგნებულად ასახიჩრებდა.

„ვინმეს თუ უნდა, რომ ახალ-ახალი წინაპირობები წამოაყენოს და ამნისტია ჩააგდოს, ე.ი. მას უნდა შარლ მიშელის შეთანხმების ჩაშლა, გადახაზვა და მასზე უარის თქმა. ახლა წინაპირობების წამოყენება ცოტა გაუგებარია. ამ კანონპროექტებს შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ.

ამნისტია ორივე მხარეს უნდა შეეხოს და არ გავრცელდეს იმ ხალხზე, ვინც ადამიანებს შეგნებულად ასახიჩრებდა. არ გავრცელდეს მაკო გომურის დამსახიჩრებელზე და სხვებზე. ამნისტიაში სხვა რა უნდა ეწეროს – ქვეყანა როგორ გაბრწყინდეს და ეკონომიკურად განვითარდეს? რასაც ვხედავ, არის შარის მოდების და შეთანხმებიდან გამოსვლის მცდელობა.

ამნისტია საიდან დაიწყო? ვინაიდან, მელია გირაოს არ იხდიდა, სხვა გზა რა იყო, რომ ციხიდან გამოსულიყო. ეს ყველაფერი ამას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ამნისტიაზე აჟიოტაჟი ძალიან გაბერილია. ერთი სიოა, რომელიც უნდათ, გრიგალად და ქარიშხლად წარმოაჩინონ, რაც არ გამოვა“– განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„კმაყოფილები ხართ ტიკარაძის საქმიანობით, აგაშენათ ღმერთმა და რატომ სხედხართ ოპოზიციაში?“ - ალეკო ელისაშვილი

✔️„მთავარია ამნისტია არ გავრცელდეს მათზე, ვინც ხალხს ასახიჩრებდა“ - ალეკო ელისაშვილი

✔️„ამნისტია უნდა შეეხოს მათ, ვის მიმართაც გამოძიება დაწყებულია ან მომავალში დაიწყება“- ირაკლი კობახიძე