მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მინდა მივულოცო ყველას აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების დღე“ - სააკაშვილის მიმართვა (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში 6 მაისის მნიშვნელობის შესახებ ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

იგი აჭარის ავტონომიური ოლქის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ სეპარატისტებისგან გათავისუფლება რეგიონის ეკონომიკური აღორძინების წინაპირობად იქცა.

„2004 წლის 6 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი დღე საქართველოს მრავლსაუკუნოვან ისტორიაში.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და ზოგადად, საქართველოს აჭარა 2004 წლის მდგომარეობით ჰქონდა დაკარგული. აჭარის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან იდგა საბაჟო.

ძალიან ბევრ თანამდებობის პირს იქ საერთოდ არ უშვებდნენ. ადამიანებს უკანონოდ აპატიმრებდნენ, იყო ცალკეული იურისდიქცია, დარღვეული იყო ბოლომდე საქართველოს კონსტიტუცია და აჭარას მთლიანად სეპარატისტული, პრორუსული რეჟიმი მართავდა.

ჩვენ, ყველამ ერთად მოვახერხეთ აჭარის დედა სამშობლოში დაბრუნება და ახლა ყველა, ვინც რამეს ლაპარაკობს და რაც უნდა იკამათოს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა თანამედროვე საქართველოში, რომელიც დარჩება საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სახელოვან ფურცლად, ისევე, როგორც ის აღორძინება, რომელიც აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას მოჰყვა.

ბათუმი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრება, ისევე როგორც დანარჩენი აჭარა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა და ცოტაც რომ დაგვცლოდა, მთლიანად აჭარა იქცეოდა ევროპის ყველაზე განსაცვიფრებელ რეგიონად და ეს ასეც იქნებოდა სულ მალე“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.