მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინისტრი: კორონა ვირუსიდან გამომდინარე მომავალი რთველი ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება

დავითაშვილი შეხვედრაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მინისტრმა, ტერეზა ბელანოვამ პანდემის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება ონლაინ ფორმატის შეხვედრაზეგანიხილეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინის გაყიდვებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად ევროპის ყველა ქვეყანაში პრობლემები შეიქმნა.

„კორონავირუსის გავრცელებით შექმნილმა ვითარებამ, ფაქტობრივად ევროპის ყველა ქვეყანაში, ღვინის გაყიდვებთან დაკავშირებით, პრობლემები შექმნა. შეხვედრაზე ევროკავშირის ვიცეკომისარმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების დარგში, ღვინის სექტორთან დაკავშირებით არსებული ვითარება მიმოიხილა. საუბარი შეეხო მომავალ რთველს, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება. დარგის გადასარჩენად, ქვეყნების მთავრობები სხვადასხვა სამოქმედო გეგმებს განიხილავენ. ბევრ მათგანს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღიად და პირდაპირ დააფიქსირა, რომ არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინები. ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს. რეალურად, ბევრი თვე და წლებიც კი კრიზისი იქნება აგროსასურსათო დარგში და განსაკუთრებით მეღვინეობაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის მეღვინეობაში. განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები დაზარალდნენ. ისინი, ძირითადად, ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულები. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სეგმენტის მხარდაჭერა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.