მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მხარეებს უბრალოდ არ უნდათ შეთანხმება და სხვადასხვა მიზეზებით ცდილობენ მის ჩაშლას“ - სანდრო რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი

„კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ შეუძლებელია შეთანხმების გაფორმება, არამედ ის, რომ მხარეებს უბრალოდ არ უნდათ შეთანხმება და სხვადასხვა მიზეზებით ცდილობენ, შეთანხმების ჩაშლას“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის კომპრომისზე არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას სურს წასვლა.

„საბედნიეროდ, ერთ-ერთ მხარეს მაინც გაუჩნდა ლექსიკონში კომპრომისი, მაგრამ ზოგადად, ნაბიჯებს რომ გადავხედოთ, რა ნაბიჯებია გადადგმული, არავინ ცდილობს, ეს კომპრომისი მართლა იპოვოს. როგორც კი სურვილი გაჩნდება, მაშინვე მოლაპარაკება იქნება შესაძლებელი.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მხოლოდ პოლიტიკური შერიგება მხარეების და კონფლიქტის დასრულებაა გამოსავალი კრიზისიდან. ყველა მხრივ ვცდილობთ, შევუწყოთ ხელი. თუმცა ვიდრე მხარეები ჩხუბობენ, ჩვენი როლი ნაკლებია“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო.

მათი მოთხოვნაა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას გეგმავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ“ - გია ვოლსკი

„ხელისუფლებასთან დაკავშირებით ტარგეტირებული სანქციები განიხილება“ - ბოკერია

„შიში უნდა მოიხსნას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნულად არ მოვა“ - ხვიჩია