მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა

შვედი დეპუტატი

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კრისტიან დანიელსონის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მხოლოდ რამდენიმე საკითხზე შეთანხმებით დასრულდა.

„დიდი მადლობა, რომ თქვენ ასე გულმოდგინედ იმუშავეთ. მე ჩართული ვიყავი ამ ინტენსიურ მოლაპარაკებებში ამ კვირის განმავლობაში საქართველოში როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი პირველ მარტს მის მიერ განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, რომ ევროკავშირს გაეწია მედიაცია ამ პროცესში.

აშშ-მა და ევროკავშირმა ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს, რომ მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ არსებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა საქართველოს ლიდერებისთვის, მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა, მთელი ყურადღების გამახვილება პანდემიაზე, მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე.

ეს არის რეალური გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად განიხილავენ, დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი იმისა, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც მისცემს საშუალებას, წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი“, - განაცხადა დანიელსონმა.